ჯანდაცვის უწყება 2016 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 60 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

ჯანდაცვის უწყება 2016 წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე 60 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. მომავალი წლის აგვისტოშია დაგეგმილი ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება.

2017 წელს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსი აშენდება. ჯანდაცვის უწყებამ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება გაარემონტა და შესაბამისი აპარატურით აღჭურვა.

მომავალ წელს დედოფლისწყაროში, ლენტეხსა და ხარაგაულში სამედიცინო ცენტრების აშენება იგეგმება. ზუგდიდში მდებარე სამედიცინო ცენტრში მკურნალობას 2016 წლის ბოლოდან აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებიც შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია – ოფიციალურ თბილისში განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ
შემდეგი სტატიახვალ პარლამენტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს