ჯანდაცვის სამინისტროსთან პოლიციასთან დაპირისპირებისას აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა

ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციასთან დაპირისპირებისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. მათ აქციის მონაწილე ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით გაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან ოპოზიციის აქციები ცოტა ხნის წინ დაიწყოს. პოლიციამ სუს-თან 10-მდე ადამიანი დააკავა, რამდენიმე პირია დაკავებული ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავებები ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყო, პოლიცია კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ აქტივისტების დაკავება “კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის” გამო მოხდა.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი – ვფიქრობ, ქართველი ხალხი არჩევანის წინაშე დადგება, ან “ოცნება” ან ინტეგრაცია EU-სა და NATO-ში
შემდეგი სტატიააი, ამის გამო დააკავეს ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან 4 ადამიანი – სერგო ჩიხლაძე