ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა.

​როგორც ის ამბობს, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის მობილური ჯგუფი შეიქმნას.

“შეხვედრის ძირითადი აზრი იყო, რომ შეგვექმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ბატონი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდებოდა. ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ დაგვჭირდეს სწრაფი მოქმედება. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მეც ისეთივე ინფორმაცია ვფლობ, როგორც თქვენ. იქ შევიდნენ ადვოკატები და მეუბნებიან, რომ სიტუაცია ცოტა დამძიმდა, იმასთან შედარებით, რაც გუშინ იყო”,-თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობდა და მას სხვადასხვა მიმართულების ექიმები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიდავითულიანი: თუ გარე რეკლამას არ ეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა უნდა აიკრძალოს, ესე იგი, სისხლიანი ბანერები თქვენთვის მისაღებია
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური: როგორც „ნაცმოძრაობას“, ისევე „ქართულ ოცნებას“ დღეს მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესი აინტერესებს