ჯანდაცვის სამინისტროში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მსჯელობენ

ამ წუთებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე სამინისტროში ნარკოლოგებსა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის ჯანდაცვის სერვისების განვითარებისთვის შესაბამისი გზების მოძიებაა.

დარგის სპეციალისტები ახალი სტრატეგიის შესახებ მსჯელობენ, რომლის მიზანიც ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირება და მისი პრევენციაა.

ჯანდაცვის სამინისტროს ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზი და სერვისების განვითარების კუთხით საკუთარი ხედვის წარმოდგენა ორშაბათს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დაევალა და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ სტრატეგიის შექმნას ემსახურება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა.

30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

banner
წინა სტატიაშიაკაკი გოგიჩაიშვილმა რუსთავი 2 დატოვა!
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ