ჯანდაცვის სამინისტროში COVID-19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს

ჯანდაცვის სამინისტროში COVID-19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიაკრაძემ მათგან შეფასებები და რეკომენდაციები მოისმინა. საუბარი შეეხო ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირების შესაძლებლობების გაზრდას.

“მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა, სისტემის სრული გაძლიერება იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ყველა ჰოსპიტალს და ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გაწიოს მომსახურება COVID ინფექციის მართვასთან მიმართებაში.

ასევე მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში ყველა იმ მარაგის დროული და შესაბამისი მოცულობით შექმნა, რომელიც შეეხება ტესტირების კომპონენტს და ასევე პირადი დაცვის საშუალებების მარაგების არსებობას ქვეყანაში,” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და კლინიკა “ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგეს მაია ბუწაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ქვეყანა ვირუსის მეორე ტალღას უფრო მობილიზებული შეხვდეს.

“ძირითადად მსჯელობა იყო იმაზე, თუ რა მოლოდინები გვაქვს მეორე ტალღასთან დაკავშირებით, ანუ როგორია ექსპერტების მოსაზრება და მოლოდინები. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კიდევ დამატებით, რომ ქვეყანა მზად შეხვდეს შესაძლო ვთქვათ ინფექციის აღმავლობის მომენტს, თუ ასეთი დადგა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის კუთხით, ასევე დიაგნოსტიკის კუთხით,” – აცხადებს მაია ბუწაშვილი.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე; ოპოზციის ნაწილი პირდაპირ და ნაწილი ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება