ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებმაც უარი განაცხადეს კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიღებზე
სხვა სტატიები
“ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა ახალი კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის მკურნალობის ჩასატარებლად ადგილების გამოსაყოფად და მათ უარი განაცხადეს კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიღებზე და კორონა ვირუსით გამოწვეულ პანდემიის წინააღდეგ ბრძოლაში ჩართვაზე.
უდიდესი დანაშაულია საკუთარი ერის წინაშე როცა რამდენიმე სართულიანი კერძო სამედიცინო კლინიკა გაქვს და 1 ოთახის გამოყოფა არ გინდა კოვიდით ინფიცირებული შენი ქვეყნის მოქალაქის გადასარჩენად, ეხლა უჭირს სახელმწიფოს, უჭირს ჯანდაცვის სისტემას , იღუპებიან ადამიანები ამ დროს კი კერძო კლინიკების დიდი ნაწილი უარს ახადებს კოვიდით ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე მაშინ, როდესაც მთელ მსოფილიო გადასულია ჰიბრიდულ კლინიკებზე”-იურისტი, სამხედრო პორტალ gmas.ge -ის დამფუძნებელი იოსებ ჭონქაძე.