ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში „სინოფარმის“ ვაქცინას მიიღებს

ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში „სინოფარმის“ ვაქცინას მიიღებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას განმარტებით, უახლოეს დღეებში ჩინური წარმოების ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, რის შემდეგაც პრეპარატის უკვე საქართველოსთვის მოწოდება გახდება შესაძლებელი.

„ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში „სინოფარმის“ ვაქცინას ელოდება, რომელიც ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მოლოდინის სიაშია და უახლოეს დღეებში მას უკვე ექნება ავტორიზაცია. ასევე გაგრძელდება „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდება. ეს არის „ასტრაზენეკას“ მომდევნო პარტია, რაც წინასწარი ინფორმაციით, უნდა მივიღოთ აპრილის ბოლომდე. ეს იქნება ვაქცინა, რომლითაც ჩვენ ვაქცინაციის მეორე დოზას ჩავატარებთ იმ პირებისთვის, ვინც მიმდინარე პრერიოდში იტარებს პირველ ვაქცინას. დროებს შორის ინტერვალი არის 8-დან 12 კვირამდე. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შესაძლოა, ასევე მივიღოთ პირდაპირი გზით მოლაპარაკების შედეგად, თუმცა ამ დეტალებს მოგვიანებით კიდევ დავაზუსტებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ხუთი ათასზე მეტი მოქალაქეა აცრილი. ხვალიდან იმუნიზაციის პროცესი ამერიკული „ფაიზერითაც“ გაგრძელდება. ქვეყანამ „ფაიზერის“ 14 500 დოზა გასულ კვირას მიიღო.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის აქტივობა მაღალია, მოთხოვნა იმატებს „ასტრაზენეკაზეც“
შემდეგი სტატიაკობახიძე: ექვსი პუნქტი, რომელიც იყო თავის დროზე ჩამოთვლილი, იმ ექვსიდან რამდენიმეს, ორ-სამ პუნქტს ეხებოდა ჩვენი საუბარი