ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებს

წითელას ეპიდაფეთქებასა და გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გრძელდება.

უკვე აცრილია 4 ათას 300-ზე მეტი მოქალაქე. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება.

უახლოეს დღეებში ქვეყანაში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგიც შემოვა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება
შემდეგი სტატიასავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა – ოჯახს ექიმებთან პრეტენზიები აქვს