ჯანდაცვის სამინისტრო ივნისში „ასტრაზენეკას“ 43 ათას დოზას ელოდება

ივნისში „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს ველოდებით, დაახლოებით 43 ათასი დოზა გვაქვს კიდევ მისაღები „კოვაქს პლატფორმიდან“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეხება დამატებითი ვაქცინების მოწოდების საკითხს, როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, როგორც კი ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას ეცნობება.

მან ასევე ხანდაზნულების ვაქცინაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბინაზე მყოფი ხანდაზმულების ვაქცინაციაც გააქტიურდება.

„ხანდაზმულთა სახლებში მყოფ პირებში ვაქცინაცია აქტიურია და თითქმის სრული მოცვა არის მიღწეული ზოგიერთ დაწესებულებაში. ასევე დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება. სამინისტროს დაუკავშირდნენ ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და ვაქცინაციის პროცესი სჭირდებათ. სამედიცინო პერსონალშიც პროცესი გრძელდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკობახიძე – საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით
შემდეგი სტატიაელისაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის შერცხვენილი და თავლაფდასხმული