21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს მთელი ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ. აღსანიშნავია, რომ, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს სააგენტომ სახლი უკვე 1 050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიური რეჟიმით გაგრძელდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგორდულაძე: დანიაში აქციის უხეშად დაშლაზე დუმილი და ქართულ მართლწესრიგზე თავდასხმა პოლიტიკური ანგაჟირების მაგალითია
შემდეგი სტატიათბილისში “შაბათის მარში” გაიმართება – პროტესტის მთავარი თემა პაატა ბურჭულაძის პატიმრობა და კობახიძის განცხადებაა