ჯანდაცვის სამინისტრო ბინების გადაცემას უკანონოდ ახორციელებს” – დევნილებმა პროკურატურაში სავარაუდო კომპრომატი მიიტანეს

დევნილები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოშიმშილე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, პროკურატურას სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან დევნილებისთვის ბინების უკანონოდ გადაცემის ფაქტების გამოძიებას მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეებმა დღეს მთავარ საგამოძიებო უწყებაში საჩივრის წერილი და დისკი მიიტანეს. მათი მტკიცებით დისკზე აღბეჭდილია ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბესიკ სიმონიშვილი, რომელიც როგორც აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, ბინების უკანონოდ გადაცემის ფაქტებზე საუბრობენ.

იძულებით გადაადგილებული პირები პროკურატურაში “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – დაემორჩილება თუ არა ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება
შემდეგი სტატიასასამართლომ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და თავდებობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა