ჯანდაცვის სამინისტრო – არაერთი შემთხვევაა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო, კლინიკაში რამდენჯერმე ხვდება

ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასული წლის განმავლობაში ჩატარებული ანალიზის მიხედვით, 2016 წელს არსებული დაფინანსების სისტემა კლინიკებს რიგ შემთხვევებში მანიპულირების საშულებას აძლევდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო მიმართვას ავრცელებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, არაერთი შემთხვევა გამოიკვეთა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი კლინიკაში თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოხვდა.

„2016 წელს არსებული დაფინანსების სისტემა კლინიკებს რიგ შემთხვევებში მანიპულირების საშულებას აძლევდა. არაერთი შემთხვევა გამოიკვეთა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო თვის განმავლობაში კლინიკაში არაერთხელ ხვდებოდა. ეს კლინიკებს საშუალებას აძლევდა, არასრული მკურნალობით ფინანსები მოეპოვებინა.

ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია მიმართვაში.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტებს დროული მომსახურება რომ მიეწოდოთ, ამისთვის კლინიკებში საწოლების რაოდენობა საკმარისია.

„ცალსახად ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ პაციენტებს დროული და ხარისხიანი მომსახურება მიეწოდოთ. ცხადია, ეს ცვლილებები არ იქნება მისაღები იმ დაწესებულებებისთვის, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება მათთვის პრიორიტეტი – პაციენტი თუ ფინანსური სარგებელი.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილელები პირველ რიგში, მიმართულია პაციენტების ინტერესებისკენ”, – ნათქვამია სამინისტროს მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს გახდება ცნობილი, როდის გაიმართება გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი
შემდეგი სტატიასაერთო საჯარისო ცენტრის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა