ჯანდაცვის სამინისტრო – აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი, კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი, კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, იმ პირთაგან, ვინც მიმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, დაწესებულებაში გადაიყვანა 33 ადამიანი. მათ შორის 16 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 13 აქციის მონაწილე, ასევე გადაყვანილ იქნა ოთხი მედიასაშუალების წარმომადგენელი. დაშავებულებს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი, მედიკოსების რეკომენდაციით კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა – უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, შანტაჟით და არავითარი ფასი არ აქვს – ამ ყველაფერში ფულს იხდიან და კონკრეტული ადამიანები ამ ფულს იღებენ