ჯანდაცვის სამინისტრო – აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

აფეთქების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოლო მონაცემებით, სტაბილური დინამიკა აღენიშნება ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს. 31 წლის მამაკაცს ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა და ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სტაბილურია ასევე 69 წლის ქალბატონის მდგომარეობა. მას თავზე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. შუახნის ქალბატონს უკვე ჩაუტარდა თავის კვლევა. ამჯერად დაკვირვებისთვის „ამტელ ჰოსპიტალის“ ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მსუბუქი დაზიანება აღენიშნება ასევე ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულ 59 წლის ქალბატონს. ის თავის ტვინის შერყევით ამ დრომდე რჩება ჰოსპიტალში.

სტაბილურია დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 47 წლის მამაკაცის მდგომარეობაც. მას სხეულის ზედაპირის 5-7 %-იანი, I-II ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.

„ნიუჰოსპიტალში“ მოთავსებულმა პაციენტმა კი სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტი უწოდა
შემდეგი სტატიაკრიმინალური ავტორიტეტების, უშიშროებისა და ხელისუფლების ერთობლივი საიდუმლო თათბირი ოზურგეთში