ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზების შესასწავლად ჩინეთში ექსპერტების გაგზავნა სურს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზების შესასწავლად, ჩინეთში ექსპერტების გაგზავნა სურს.

განცხადება ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუს​მა გააკეთა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

„ჩვენ ვგეგმავთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ვიქნებით ადგილზე“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

თითქმის ერთი წლის წინ ჩინეთში, ქალაქ უხანში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, შემდეგ კი ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში მსოფლიოში ვირუსით 67 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 1 539 559.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: საქართველოში დღემდე არავინ დაზარალებულა ხელოვნური სუნთქვის აპარატების, მედიკამენტების ნაკლებობის გამო
შემდეგი სტატიაგიგა უგულავა: თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, ადგეს და შევიდეს, მაგის დედაც ვატირე