ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის რისკი შეფასების დონე გაზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის რისკი შეფასების დონე გაზარდა. როგორც დღეს ჯანმოში განაცხადეს, კორონავირუსის რისკი ამჟამად ძალიან მაღალია გლობალური მასშტაბით.

„კორონავირუსის გავრცელების და ზემოქმედების რისკის შეფასება გავზარდეთ. განახლებული შეფასებით, ეს რისკი ძალიან მაღალია გლობალურ დონეზე“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
კორონავირუსის მსხვერპლი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში დაავადებამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 788-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 78 832-ს შეადგენს.

2022-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 ათას 379 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

banner
წინა სტატიაშილუგარის ლაბორატორიაში ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ და დღეს გაგზავნილი 22 ტესტიდან 21-ის პასუხი ნეგატიურია
შემდეგი სტატიაჯანმოს ხელმძღვანელი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება