ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მოწოდებით გამოვიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მოწოდებით გამოვიდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ღაზის სექტორში მდებარე შვიდ საავადმყოფოში საჭირო სამედიცინო მასალის მარაგი ამოწურულია.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდის ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით. აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფანი, რათა ადამიანები უზრუნველყოფილი იყვნენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასალით. ჩვენ ამ საკითხზე პარტნიორ სააგენტოებთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

banner
წინა სტატიაშითუ მთავრობა არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი – სააკაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია