ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია : დაახლოებით 40 ვაქცინა გვაქვს, რომლებიც ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 40 ვაქცინაა, რომლებიც კლინიკური ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა.

როგორც ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერთანამშრომელმა სუმია სვამინათანმა ბრიფინგზე განაცხადა, მათგან 10 კვლევის ბოლო ფაზაშია.

„როგორც იცით, დაახლოებით 40 ვაქცინა გვაქვს, რომლებიც კლინიკური ტესტირების სხვადასხვა ეტაპებზეა. მათგან ათმა დაიწყო კვლევის ბოლო, მესამე ფაზა, რომელიც მდგომარეობს ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში. ასე რომ, ყველაზე ადრე, რაც შეგვიძლია განვაცხადოთ, როდესაც გვექნება საკმარისი მონაცემები რეგულატორებისათვის წარსადგენად, 2020 წლის დეკემბერი-2021 წლის დასაწყისია“ , – განაცხადა სუმია სვამინათანმა.

banner
წინა სტატიაშიილჰამ ალიევი : გათავისუფლებულ მიწებზე ქალაქებს გავაშენებთ და სამოთხედ გადავაქცევთ
შემდეგი სტატია„ტვ პირველის” ჟურნალისტს სიმონ შანავას Covid-19 დაუდასტურდა