ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ

სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ – გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

სოციალური მუშაკების განცხადებით, დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დროს გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მთავარი პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.

სოციალური მომსახურების აგენტების თქმით, დავით სერგეენკოსგან ხელფასის ზრდის პირობა ვერ მიიღეს. დავით სერგეენკოს განცხადებით, 2020 წლამდე მათთვის ანაზღაურების ზრდა ვერ მოხერხდება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრის დროს ვერ შეთანხმდნენ სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდაა. გაფიცულების განცხადებით, ჯანდაცვის უწყება მხოლოდ 50 ვაკანსიას აცხადებს, ისინი კი 70 კადრის დამატებას ითხოვენ.

შეთანხმებულ საკითხებს შორის კი, რომელზეც მინისტრთან უკვე მოილაპარაკეს, მოხვდა ბიუროკრატიული ვალდებულებების ჩამოშორება სოციალური მუშაკებისთვის და ასევე, 25 ავტომობილის დამატება ტრანსპორტირებისთვის.

სოციალური მუშაკები შეთანხმებულ საკითხებზე მინისტრის ხელმოწერილ დოკუმენტალურ მტკიცებულებას ელოდებიან. გაფიცული სოც.მუშაკების თქმით, მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტის ნახვის შემდეგ კიდევ იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რჩება შეუთანხმებელი საკითხები, რომელთა შესრულება ჯერჯერობით შეუძლებელია.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი კობახიძეს ღარიბაშვილის ხელით მოიშორებს? – „ოცნების“ შიდა ომი და კულუარები
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ჰერბალაიფის” დაყაჩაღების ფაქტი გახსნა