ჯანდაცვის მინისტრმა გეგმური ოპერაციების შეზღუდვის მიზეზი განმარტა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჯანდაცვის სამინისტროს აღარ გააჩნია ბიუჯეტი და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ჩვენ შევაჩერეთ გეგმურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა, მაგრამ ეს ასე არაა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაციენტი არ იყო კოვიდინფიცირებული მიმართა კლინიკას და ჩაიტარა კონკრეტული ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია. „სწორედ კოვიდინფექციის გავრცელებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ისევ და ისევ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, რაც პოსტოპერაციულ პერიოდში რეაბილიტაციას საკმაოდ ართულებს, მნიშვნელოვანია შევზღუდოთ ხელმისაწვდომობა გეგმიურ ოპერაციებზე და დაყოვნება გავზარდოთ პირველ მარტამდე. ეს საფრთხეს პაციენტებს არ შეუქმნის, გამომდინარე იქიდან რომ გეგმური ოპერაციები გეგმურია და არ ხასიათდება მაღალი რისკით პაციენტის ჯანმრთელობასთან მიმართებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

2021 წლის მარტამდე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გეგმური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე: ე.წ. საველე ჰოსპიტლების საკითხი არ განიხილება
შემდეგი სტატიანატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს