ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გადადგა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს:

„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვალერი კვარაცხელიას 2014 წლიდან ეკავა.

banner
წინა სტატიაშითუ საქმეს დასჭირდა 25 დირექტორსაც გავათავისუფლებთ-ჯეჯელავა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა