ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალი წარუდგინეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა განუცხადა.
ილია ღუდუშაურს გამოძება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
“ბრალი წარუდგინეს 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. მუხლი ითვალისიწნებს ჯარიმას ან 5 წლამდე პატიმრობას. პოზიციის დაფიქსირებისგან ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ საქმის მასალები ახლა უნდა გადმოგვცენ. მეტი სიხალე არაფერი მაქვს”, – აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური ორი დღის წინ, 26 იანვარს დააკავეს.
















