ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაინფიცირებულია მედიკოსების 6,5%

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ექიმებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 6,5%-ია. მინისტრმა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა..

ეკატერინე ტიკარაძენ ასევე აღნიშნა, რომ ოჯახისა და სოფლის ექიმების 90% გადამზადებულია.

“ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი დღეს საქართველოში არის 6,5%… იცით, რომ გვქონდა 11%-ზე მეტი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ეს აღნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს მიმდინარე მოვლენებზე. ექიმების გადამზადების კუთხით, ჩვენ გადავამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმების 90%, ასევე ზაფხულის პერიოდში გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმი და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამგვარ ტრენინგებს ვაგრძელებთ. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემა ექიმიდან ექიმზე, ვინაიდან ამ ტრენინგების შინაარსი არც თუ ისეთი რთულია, რომ მათი დაცვა და აღსრულება შემდეგ უკვე მუშაობის პერიოდში იყოს რთული“, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : თუ შევასრულებთ რეკომენდაციებს და პირბადის ტარების მაჩვენებელს ავიყვანთ მაქსიმუმზე, ამ თვის ბოლოს შეიძლება, ახალ შემთხვევათა რიცხვი გავანახევროთ
შემდეგი სტატიაბექა ფერაძე : ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან 5 792 საქმიანობა შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა