ჯანდაცვის მინისტრი “ქართული ოცნების” სიაში ყოფნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი გაკეთდა მინისტრთა კაბინეტში. დავით სერგეენკოს თქმით, თარიღი კანონმდებლობის შესაბამისად დასახელდა და ის პრობლემებს არ შექმნის.

იქნება თუ არა ჯანდაცვის მინისტრი ქართული ოცნების სიაში, ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები არ გაუმართავს.

დავით სერგეენკო წინასაარჩევნოდ შესაძლო საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებს. მისი თქმით, ეს პრემიერის გადასწყვეტია.

„ვფიქრობ, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება იქით, რომ ქვეყნის განვითარება იყოს სტაბილური, მდგრადი და წარმატებული,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში(video)როგორ გამოიყურება დღეს ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია
შემდეგი სტატია“გამოცხადებული თარიღი ჩვენს მოლოდინს შეესაბამება”