ჯანდაცვის მინისტრი ეკაა ჯერჯერობით… მოწონებით ანჯელინა ჯოლი მომწონს – პაატა იმნაძე

“ჯანდაცვის მინისტრი ქალბატონი ეკაა ჯერჯერობით” – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “TV პირველის” კითხვას – ხომ არ აქვს ინფორმაცია, ვინ იქნება ახალი ჯანდაცვის მინისტრი.

იმნაძე ამბობს, რომ კანდიდატურებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ლევან რატიანს და არჩილ თალაკვაძეს, რომლებიც ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე სახელდებიან, მხარს დაუჭერს.

კითხვას, რომელი უფრო მოსწონს, იმნაძემ ასე უპასუხა: “მოწონებით არ არის, მოწონებით ანჯელინა ჯოლი მომწონს”.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ახალი შტამის გავრცელებისა და მოსალოდნელი მომდევნო ტალღისთვის ქვეყანას სრული მზაობა აქვს
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრის არჩევის წესი იცვლება