ჯანდაცვის მინისტრი – არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება – ამირან გამყრელიძემ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა

ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება – ამირან გამყრელიძემ ამ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა, არ არის სავალდებულო, ყველა გაიტესტოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პირი ტესტირებას არ ჩაიტარებს, არსებობს სხვადასხვა მექანიზმი იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა მას კოვიდი, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ანტისხეულების ანალიზით განსაზღვრა.

„ტესტირება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან. ასევე აგრძელებენ კომერციული ლაბორატორიები კოვიდის ტესტირებას და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის.

ტესტირებას რაც შეეხება, მან (ამირან გამყრელიძემ) გააკეთა რეკომენდაციის ხასიათის მოწოდება, რადგან „ომიკრონს“ აქვს სწრაფი გადადება და გავრცელება. იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მივიდეს და კომერციული იქნება თუ უფასო ტესტირება, გაიკეთოს, თუ სურვილი ექნებათ ამის, შეუძლიათ მივიდნენ, უბრალოდ, ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის მოწოდება, ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის. არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი „მწვანე პასპორტის“ ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი. არის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც ვიხილავთ, შეიძლება ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება, გადამოწმება,“- განაცხადა აზარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში საქართველოს საელჩო ნეაპოლში დაკარგული საქართველოს მოქალაქის სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიამთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის 1 703 ადგილი გამოიყოფა, საბურთალოს რაიონს კი 135 ადგილი დაემატება