ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე პატრიარქის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება.
„ამ წუთას უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამს დადგება ასეთი საჭიროება, დაუყოვნებლივ იქნება უზრუნველყოფილი და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის. ვმსჯელობთ, ვფიქრობთ, რით შეიძლება, კიდევ მეტი რესურსი იქნეს ჩართული, რათა უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ადამიანი იმყოფება ინტენსიური თერაპიის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს ნიშნავს, რომ არავინ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით. ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა, მაქსიმუმი გავაკეთოთ სამედიცინო მანიპულაციური ჩარევით. ამავდროულად, მთლიანად ერი არის გაერთიანებული ერთი იდეის ირგვლივ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყავნეს. კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციაში იმყოფება.

















