29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ჯანდაცვის კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილა. მომხსენებლის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გასულ წელს ეკონომიკური ზრდის რეალურმა მაჩვენებელმა 7.5% შეადგინა, ხოლო მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) ნომინალურ გამოხატულებაში 104 მილიარდ 598 მილიონ ლარს მიაღწია (ერთ სულ მოსახლეზე — 28 235 ლარი).

ამასთანავე, 2024 წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 10,3%-ით გაიზარდა და 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი 99.2%-ით შესრულდა (27 მილიარდ 723 მილიონი ლარი).

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებელმა 100,3% შეადგინა, რაც ჯამში 8 მილიარდ 976 მილიონ ლარზე მეტია. თანხები უწყებებს შორის ასე გადანაწილდა:

სოციალური პროგრამები: ათვისებულია 6 მილიარდ 327 მილიონი ლარი (შესრულება — 100%);

ჯანდაცვის პროგრამები: ათვისებულია 2 მილიარდ 154 მილიონი ლარი (შესრულება — 100,7%);

დევნილთა და მიგრანტთა ხელშეწყობა: ათვისებულია 246 მილიონ ლარამდე (შესრულება — 99,8%);

დასაქმების სისტემა: ათვისებულია 108 მილიონ 979 ათასი ლარი (შესრულება — 99,9%).

banner
წინა სტატიაშისკოლებში მობილური ტელეფონების და ჭვიანი საათების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება
შემდეგი სტატიაგურიაში საბავშვო ბაღის ეზოში მასწავლებელი გველმა დაკბინა