ჯანდაცვის ექსპერტი: თუკი „ომიკრონი“ უახლოეს პერიოდში შემოვა, მისი სწრაფი გავრცელებადობიდან გამომდინარე, ეპიდვითარების მართვა ძალიან რთული იქნება

იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში მოხდება „ომიკრონის“ შტამის უახლოეს პერიოდში შემოსვლა, მისი სწრაფი გავრცელებადობიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა ძალიან რთული იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ რეკომენდაციები დაცული იყოს.

„იქნება როგორც „დელტა“ შტამი, ასევე, „ომიკრონის“ შტამიც და ცხადია ის სეზონურო ვირუსები, რომელიც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს. მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ ახლა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა უნდა იყოს მომზადებული, მობილიზებული და დაცული იყოს მაქსიმალურად რეკომენდაციები. პირველადი ჯანდაცვის რგოლის საკმაოდ მაღალი მზაობა უნდა იყოს იმისთვის, რომ თუნდაც მცირე სიმპტომების შემთხვევაში, ყველა პაციენტს მიეცეს საშუალება, რომ მოხდეს მისი მონიტორინგი“, – განაცხადა ბულეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გიგი კალანდაძე დააკავეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ადვოკატები “ემპათიას” დასკვნას სტრასბურგში გააგზავნიან