“ჯანდაცვის ბიუჯეტი გახდა უძირო ქვევრი” – ოთარ კახიძე 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს

დეპუტატები დღეს რიგგარეშე სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უყრიან კენჭს. ცვლილებების მიხედვით მიმდინარე წლის ბიუჯეტი 40 მილიონით იზრდება. თანხა ჯანდაცვის პროექტებს მოხმარდება, მათ შორის საყოველთაო დაზღვევას.

2016 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს საპარლამენტო უმცირესობა.

„ეს ცვლილებები არის ასევე უპასუხისმგებლო, მათ ყველა კვარტალი ჯანდაცვის ბიუჯეტის აქვთ გარღვეული. რომ დაიწყეს ეს პროგრამა იქედან მოყოლებული, ეს გახდა უძირო ქვევრი, სადაც აბსოლუტურად არამიზნობრივად ხდება ამ ხარჯების განკარგვა,“-აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერი ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება მექსიკაში – 29 დაღუპული და ათეულობით დაშავებული
შემდეგი სტატიაზვავსაშიშროებისა და ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს