ჯანდაცვა ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის – აქცია სამინისტროსთან

ლგბტ თემისა და მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეიკრიბნენ და საგანგებო განცხადებები გააკეთეს.

“სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა. საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან სამედიცინო პროცედურებზე. არ არსებობს კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი. შედეგად, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები გადიან პროცედურებს, რომლებიც წამებად მიიჩნევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. პროცედურებს, რომლებიც შეუქცევად ფსიქიკურ და ფიზიკურ შედეგებს იწვევს.
ჩვენთან ეს საკითხი სრულიად დაურეგულირებელია. მოვითხოვთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები. უნდა დაინერგოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ინტერსექსი ადამიანების დაცვას სარისკო ქირურგიული ოპერაციებისაგან და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს გახდის სქესის კვლავ მინიჭების პროცედურების ჩატარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის ერთ-ერთ სკოლაში მერვე და მეცხრე კლასების ორ მოსწავლეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიამოწმემ სისხლიანი გარჩევის მონაწილედ მიხეილ კალანდია და ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაასახელა – ზაზა სარალიძე