ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პერსონალურ ამწეებს შეისყიდის.
შეხვედრაზე ბენეფიციარების მშობლებმა მინისტრს არსებული საჭიროებები გააცნეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია პროგრამების განვითარება პაციენტების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მსგავსი ინიციატივები მომავალშიც განხორციელდება”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.















