ჯანაშია ზურაბიშვილს – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებაზე სააკაშვილის 2013 წლის განკარგულებები გაასაჯაროოს

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ და მისმა უფლებადამცველებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართეს.

ისინი პრეზიდენტს სთხოვენ, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის 2013 წელს გამოცემული განკარგულებები, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებას შეეხება.

მათი განმარტებით, აღნიშნულით სასამართლო პროცესებზე ნათელი მოეფინება, რაში იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯედიტან გამოყოფილი თანხები.

„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის 2013 წელს გამოცემული განკარგულებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებას. ვფიქრობ, რომ ეს არის კონკრეტული ტესტი საქართველოს პრეზიდენტებისთვის და ამ ტესტის გავლის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია, დავადგინოთ, პრეზიდენტები მოწოდებულები არიან თუ არა საქართველოში დემოკრატიის განვითარების, სასამართლოს განვითარების, დამოუკიდებელი სასამართლოს აშენებისთვის, თუ არიან ხელისუფლების ნაწილი, მათი დაკვეთების შემსრულებლები“, – აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – მოსმენების კანონმდებლობა 2018 წელს გავასაჩივრეთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია
შემდეგი სტატიამორგოშია – არავინ არ მაფინანსებდა, არც არავისთან დაფინანსებაზე მიმიმართავს არასდროს