ჯანაშია – დღეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაცია, ვიდრე ის პრინციპი, რის გამოც ხელი არ მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს

დღეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაცია, ვიდრე ის პრინციპი, რის გამოც ხელი არ მოვაწერეთ დოკუმენტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მომავალი ევროატლანტიკურ კურსთან არის დაკავშირებული.

იმედი მაქვს იმის, რომ ქართველი ხალხი ისევ გააკეთებს ევროპულ არჩევანს, ქვეყნის განვითარება, მიზანსწრაფვა დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და არა რომელიმე პარტიის ნება-სურვილზე. ეს რეფერენდუმი არავის გაუუქმებია, ეს არის ქართველი ხალხის ნება, ამ რეფერენდუმზე მიიღებს ქართველი ხალხი მონაწილეობას და ისევ დაამტკიცებს, რომ საქართველოს მომავალი არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ კურსთან“,- განაცხადა ჯანაშიამ.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დავიტოვოთ არანაირი შანსი, რომ სცადოს შარლ მიშელის დოკუმენტის დატოვება
შემდეგი სტატიანიკა მელიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმა 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს