ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ჟურნალისტ, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულ ხუთ პირს საუდის არაბეთში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საქმეში მონაწილე კიდევ სამ პირს კი პატიმრობა შეეფერდა, დაკავებულებს ჯამურად 24 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ხაშოგი მწვავედ აკრიტიკებდა, საუდის არაბეთის ხელისუფლებას. 2018 წლის 2 ოქტომბერს ხაშოგი, სტამბულში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს.

თავიდან საუდის არაბეთის ხელისუფლება უარყოფდა ხაშოგის სიკვდილს და აცხადებდნენ, რომ ხაშოგიმ საკონსულოს შენობა უვნებლად დატოვა. მოგვიანებით, არაბულმა მედიამ დაადასტურა ჟურნალისტის სიკვდილი, თუმცა ამის მიზეზად საკონსულოს თანამშრომლებთან მომხდარ შელაპარაკებას ასახელებდა.

რამდენიმე თვის შემდეგ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ დაადასტურა განზრახ მკვლელობის ფაქტი. თურქი სამართალდამცავების ცნობით, ხაშოგის გვამი საკონსულოს შენობაშივე დაანაწევრეს, ნეშთის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

საუდის არაბეთი ხაშოგიმ, 2017 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც მისი რამდენიმე ახლობელი დააპატიმრეს. მოგვიანებით ხაშოგი Washington Post-ის კონტრიბუტორი გახდა. თავის მასალებში ხაშოგი მწვავედ აკრიტიკებდა საუდის არაბეთის, მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს.

banner
წინა სტატიაში“ამდენი საქმე რომ არ გვქონდეს, ჩვენც გავაკეთებდით ანალოგიურ კვლევებს”-თალაკვაძე ტროლებზე
შემდეგი სტატიაგურიაში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება