ჯაღმაიძე – ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით რაღაც პოზიტიურის მოლოდინში ვართ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არსებობს.

ჯაღმაიძე კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„მოლოდინში ვართ გახელაძესთან დაკავშირებით, არსებობს რაღაც იმედები, დაველოდოთ. პროცესის დაძვრის მოლოდინში ვართ და წინასწარ არ მინდა, რამე ვთქვათ. ვადებს ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც პოზიტიურის მოლოდინში ვართ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაში#ლექSOSთვის | რეგიონული არხები 15:00 საათზე მაუწყებლობას გათიშავენ
შემდეგი სტატია“თქვენ ვერცერთ შემთხვევას ვერ ნახავთ სახარებაში, სადაც უფალი ძალას იყენებს ადამიანებზე”