ჯაღმაიძე – ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი.

ანდრია ჯაღმაიძემ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკაონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან.

„ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელია, ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან. პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რადგან საზოგადოების რეაქციის მიუხედავად, არ შეცვალეს საკუთარი გეგმები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს