ჯაღმაიძე – შერიგებას ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ზიანის მიყენება, შენდობა ითხოვო და ეს უნდა იყოს გულწრფელი

როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს, რაც არის ეს – ეს არის: უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც უპასუხა შერიგებაზე დასმულ შეკითხვას.

ჯაღმაიძის თქმით, ზოგადად შერიგების ინიციატივა კარგია.

„შეთანხმების პირველივე ნაბიჯზე, როდესაც ვისმენთ ისეთ არგუმენტებს, რომელზეც ვერაფრით შეთანხმდება ორი მხარე, წინ, როგორც ჩანს, ძალიან დიდი გზა გვაქვს.

მე მსჯელობებში შევეცდები, რომ არ შევიდე, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი – ჩვენ, როგორც ყოფით ცხოვრებაში ვართ მიჩვეული, როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს, რაც არის, ეს არის – უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება თუ წყენინება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა. ეს უნდა იყოს საფუძველი დანარჩენი ყველაფრის, თორემ ისე, ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია. უბრალოდ, ვთქვი ის, რომ პირველივე ეტაპზე ჩანს, რომ გზა საკმაოდ გრძელია და პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, როგორც ჩანს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, ვერ იტყვის, შეიძლება თუ არა მოხდეს ეროვნული შერიგება.

„ვერ გეტყვით, ვისურვებდი, მაგრამ ვერ გეტყვით, როგორ იქნება. ეს არის თითოეულ ადამიანზე დამოკიდებული, ვინც მონაწილეობს შესარიგებელ ამ ორ მხარეში“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატიება რომ ითხოვოს, შესაძლებელია თუ არა მისი შეწყალება, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ „მოდით, ვარაუდებს თავი დავანებოთ“.

„მე ამას ვერ შევაფასებ, ეს არის ვარაუდი. თუ რაღაც იქნება, მერე რა იქნება – არ შევალ ამ მსჯელობაში“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიახათუნა ხოფერია – დაწყნარდით და ბედს შეურიგდით