ჯაღმაიძე: სააკაშვილის რამე რომ დაემართოს თვითონ იქნება პასუხისმგებელი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, თვითონ იქნება პასუხისმგებელი.

“ალბათ, თავად იქნება პასუხისმგებელი, მან გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. საპატრიარქოს რაც შეეხებოდა, ჩვენ მას მოვუწოდეთ, ნებისმიერ მოშიმშილეს მოვუწოდებთ, ეს არის მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო. საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება არაა ქრისტიანულად გამართლებული აქტი, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი შემთხვევა იქნება, ნებისმიერი სასულიერო პირის ვალდებულება იქნება, რომ მოუწოდებს ადამიანს, თავის ჯანმრთელობას [ნუ აზიანებს]”, – თქვა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ყველა ადამიანს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს სათანადოდ უმკურნალონ. ხოლო რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ეს შეფასების ნაწილია.

“გადაიყვანონ – უკვე არის პოლიტიკური განცხადება, რადგან აქ არის მთელი ჭიდაობა. ნუ ჩამრთავთ”, – თქვა მან.

ჯაღმაიძის თქმითვე, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის შეფასება არ შეუძლია, რადგან ობიექტურ ინფორმაციას ვერ იღებს, ხოლო არსებული ერთმანეთისგან საპირისპიროა.

banner
წინა სტატიაშივინ იყენებს ადამიანების სიცოცხლეს დესტაბილიზაციის გამოსაწვევად
შემდეგი სტატიაკობახიძე: ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია, მაგალითად, დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება