ჯაღმაიძე: მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს

ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა იყო.

„მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს ყველა მართლმადიდებელ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ეხებოდეს. ეს არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა. მიმდინარეობდა კრება, სადაც მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ეს არის დევნა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

„ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც დაზიანდნენ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. იქ აივანი არის საკმაოდ ვიწრო. ჟურნალისტები აქ საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანს და კრების დარბაზს. იქ ჟურნალისტები არ უნდა ყოფილიყვნენ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

 

 

https://youtu.be/74x-BdnjayI

 

https://youtu.be/y-F_wf-pEoE

 

 

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: მიტროპოლიტი სტეფანე დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყენებული ეპარქიის მმართველობიდან
შემდეგი სტატია“გამოდი ღირსებისთვის” – დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება