ჯაღმაიძე მელაშვილი-ილიჩოვაზე: შესაძლოა, ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს საკითხი

“ხელოვნურია ამხელა დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება, შესაძლოა, ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს გასარჩევი საკითხი ამ მიმართულებით”. – ასე შეაფასა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავება. მისი თქმით, საპატრიარქო ხელისუფლებისგან “მეტ ყურადღებას” ითხოვდა.

“კომისია დაქვემდებარებული არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისი უწყების ქვეშ არის, ამიტომ, მთელი ჩვენი ბოლო კომენტარები გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფოს მეტი ყურადღება მიექცია ამისათვის.

მეტ ყურადღებას ვითხოვდით, მე არ ვიცი, შიგნით რა პროცესი იყო, ვინ რას უშლიდა ხელს, მაგრამ ის რომ ჯანსაღად არ მიმდინარეობდა პროცესი, ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით.

როდესაც ამ საკითხში ჩავიხედეთ, ეს ხელისუფლება იყო და ამ ხელისუფლებას ვსაყვედურობდით და ვნახე წინა კომენტარები, სადაც წინა ხელისუფლების დროს საყვედურობდნენ”. – ჯაღმაიძე.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ვახტანგი: ეს არის, ვიღაცებმა რომ ქულები ჩაითვალონ, წინასაარჩევნო ჟამი დადგა
შემდეგი სტატიამამა შალვა დავითგარეჯაზე: თუ რუსეთია მტერი, ასეა ნებისმიერი ქვეყანაც, ვინც მიწას გვართმევს