ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს.

ამჯერად, ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, მშენებარე საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, (რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აშენებს) გზა წესრიგდება.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლეობით, 150 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. დაახლოებით, 3 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი და ფეხით სავალი ბილიკები დაიგება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბორდიურიც მოეწყობა.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, დაახლოებით, 246 303 ლარი დაიხარჯება.

პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.

banner
წინა სტატიაში“„ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაუქმდა კრეფსითი მუხლი 307, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რომელიც გაწერილია სხვა მუხლებში, სიცრუეა, თითქოს რამე დანაშაული გაუქმდა”
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – სამწუხაროა, რომ გიგი უგულავა რაღაც იაფფასიანი სერიალების იმიჯებით აზროვნებს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი სამშობლოს მომავალზე