თსუ-ის სტუდენტებმა რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა გამართეს, სადაც რექტორმა განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და ელოდება საბჭოს გადაწყვეტილებებს.
“შევხვდით ჯაბა სამუშიას – შევედით იმ მიზნით, რომ გაგვეჟღერებინა თქვენი ხმა და თქვენი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გინდათ მასთან, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ პირველ წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და რექტორთან შეხვედრა.
მან გაგვცა ასეთი პასუხი, რომ “მას ჯერ არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია” – გვითხრა, რომ რეალურად ის ელოდება სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანის თუ საბჭოების გადაწყვეტილებას, ყველას პოზიციას.
ეს ყველაფერი უნდა მიმოიხილოს და შემდეგ ექნება ჩამოყალიბებული პოზიცია – პიროვნულად არაფერი არ გვითხრა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და შევთანხმდით იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც მინისტრსაც შეხვდება და გააჟღერებს იმ ინფორმაციას, რაც დღეს საბჭოს შეხვედრაზე შეკრიბა და ჩვენთან ჰქონდა, ამის შემდეგ ისევ ექნება ჩვენთან შეხვედრა გაფართოებულ რეჟიმში, რომლის გადაღების საშუალებაც გვექნება.
სამუშიამ უარი თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მედიები შემოვიდნენ შეხვედრაზე და ეს ყველაფერი გააშუქონ”,- განაცახადეს თსუ-ის სტუდენტებმა უნივერსიტეტის რექტორ, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრის შემდეგ.
ადგილზე “თაიმერის” კორესპონდენტი, აკო ქიქავა, მუშაობს.
















