ჯაბა სამუშია „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც ჯაბა სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სააკაძის მოედნის რეაბილიტაციაში მილიონი ლარი დაიხარჯა.

“მინდა საზოგადოებას მივაწოდო სწორი ინფორმაცია, თბილისის ექვსი მნიშვნელოვანი მონაკვეთის – სააკაძის მოედნის, 26 მაისის მოედნის, ჟვანიას მოედნის, გამსახურდიას, კანდელაკისა და შარტავას ქუჩების სატრანსპორტო კვანძებისა და ნაკადების შესასწავლად ბიუჯეტიდან გამოიყო 100 000 ლარი. დიახ, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ შესაბამის კვლევებს და არ გავიმეორებთ იმ მანკიერ პრაქტიკას, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში არსებობდა, როდესაც მაგალითად გმირთა მოედნის რეკონსტრუქციისას არა თუ კვლევა არ ჩატარებულა, არამედ შესაბამისი დოკუმენტაციაც არ იყო სრულად წარმოდეგენილი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ მერია გუშინ სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებისთვის, მილიონობით ლარის არამიზნობრივად დახარჯვაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ივანიშვილი ხვდება, რომ არჩევნებს წააგებს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: მოსმენები და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან გახდა ნორმა