ჯ.გამახარია – აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ასიმილაციას უნდა დავუპირისპირდეთ

  აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია შეხვდა წარმომადგენლობის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქართულ სოფლებს კურირებენ.  ისინი კურირებენ აგრეთვე პედაგოგებს.

ბატონმა ჯემალ გამახარიამ ყურადღება გაამახვილა გალის რაიონში შექმნილ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ამასთან დაკავშირებით შემუშავებულ პროექტებზე, რომელთა რეალიზება უკვე დაწყებულია. ისევე როგორც 24 დეკემბერს ზუგდიდში, აფხაზეთის პედაგოგებთან შეხვედრაზე,  მან  ამჯერადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ  თუკი 5-10 წლის წინ გალის რესურს-ცენტრის მუშაობის ტრადიციული მეთოდები საკმაოდ ეფექტური იყო, დღეს უკვე სრულებითაც არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართული მოსახლეობის ასიმილაციის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც, ჯემალ გამახარიას განცხადებით,  სულ სხვა მეთოდებით უნდა დავუპირისპირდეთ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს.

banner
წინა სტატიაშიდღეს გააფორმებენ გადაწყვეტილებას, რომელიც კულუარებში უკვე მიღებულია-ნაზი ჯანეზაშვილი
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე პარლამენტისთვის წარსადგენი 6 კანდიდატი შეარჩია