იზორიამ საკადრო წმენდა დაიწყო – გენშტაბში საკადრო ცვლილებებია

“კურიერის” ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბში ცვლილებებია. ფაქტს “რუსთავი 2” -თან გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე, ადასტურებს.
ამ ეტაპისთვის კადრების განყოფილებაში არის გადაყვანილი გენშტაბის უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ აგლაძე, ხოლო მეორე მოადგილე, ომარ ბეგოიძე, დაკავებულ თანამდებობას 28 აგვისტოს დატოვებს.

მათ ადგილებს დაიკავებს გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალი გიორგი სურმავა.

არსებული ინფორმაციით, იზორიას უწყებაში საკადრო ცვლილებები კიდევ გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიუსკოს თავმჯდომარემ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავას : 2017 წლიდან, ბავშვების ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება