იზოლაციაში მოქცეული 10 ათასობით ადამიანი – ე.წ. საზღვარი ენგურზე ერთი თვეა, ჩაკეტილია

იზოლაციაში მოქცეული და შიმშილისთვის განწირული 10 ათასობით ადამიანი. აფხაზეთში საოკუპაციო ხაზის მიღმა უყურადღებოდ დარჩენილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

ე.წ. საზღვარი ენგურზე ბოლო ერთი თვეა, გაურკვეველი მიზეზებით ჩაკეტილია. მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, რადგან მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ენგურს აქეთ ასაღები პენსიაა.

ადგილობრივების თქმით, საკვები პროდუქტები არ არის და ასევე, პენსიას ვერ იღებენ. რამდენიმე მოქალაქე ენგურის ხიდზე მხოლოდ ავადმყოფობის გამო გაუშვეს.

„ბავშვი საოპერაციო მყავს, ცუდად არის და იმიტომ გამომიშვეს. რავიცი, ვირუსი არისო და იმიტომ არ უშვებენ,“ – ამბობს ადგილობრივი.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი
შემდეგი სტატია„არასდროს გვინახავს ნატოსა და ევროკავშირის ამხელა მხარდაჭერა” – ლორა ტორნტონი კვლევის შედეგებს აფასებს