იზოლაციაში მყოფი იემენი და ჰუმანიტარული კატასტროფა (ფოტო)

იემენში უკვე მესამე წელია ომი მიდის. სულ ქვეყანაში 29 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათგან ზოგი უკიდურეს სიღაბეშია, ზოგი სიღარიბის ზღვარზე. AP-ის ჟურნალისტებმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც კარგად ჩანს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ომში ჩართული არიან საუდის არაბეთი და ირანი. იმის გარდა, რომ ისინი ადგილობრივ ძალებს უჭერენ მხარს, საუდის არაბეთი, მაგალითად, პირდაპირ მონაწილეობს ომში, რომ იემენისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებზე კონტროლი ჩაიგდოს ხელში. სამოქალაო ომი ჰუსიტებსა და სუნიტებს შორის მიდის. ჰუსიტები შიიზმის ერთ-ერთ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან და იემენში ყველაზე მრავალრიცხოვან უმცირესობად ითვლება. მათ 2015 წელს ჩრდილეოთ იემენში ამბოხება დაიწყეს სუნიტურ ჯგუფებთან, შემდეგ დაიკავეს იემენის დედაქალაქი და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი. ერ-რიადი მასშტაბურად არის ჩართული ომში – ის სუნიტების მხარდამჭერია. საუდის არაბეთის მიერ შექმნილ კოალიციაში შედიან ეგვიპტე, მოროკო, სუდანი და ბახრეინი.
გაერო იემენში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობს, რასაც “ასოსეითედ პრესის” მიერ გადაღებული ფოტოებიც მოწმობს.

banner
წინა სტატიაშინავთობ Brent-ის ფასი 60 დოლარზე ნაკლები გახდა
შემდეგი სტატიაფოტოს გადაღებისას cheese-ის მაგივრად thursday უნდა თქვათ