იზიუმში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 44 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ქალაქ იზიუმში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 44 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

„დროებით ოკუპირებულ იზიუმში 5-სართულიანი სახლის ნანგრევებში, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტის პირველ დეკადაში გაანადგურეს, 44 გარდაცვლილი სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს. ეს ომის მორიგი საშინელი დანაშაულია ჩადენილი რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ! ჩვენ ვაფიქსირებთ ყოველ ასეთ დანაშაულს და ყოველი დანაშაულისთვის ისინი საფასურს გადაიხდიან“,- განაცხადა სინეგუბოვმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ანადგურებს უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობას (ვიდეო)
შემდეგი სტატიაივნისის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირში წევრობის სტატუსს… წინასწარ გილოცავთ – ზარქუა