იზიუმში, რუსეთის მეორე არმიის შტაბში, სადაც სავარაუდოდ რუსეთის გენშტაბის უფროსი იმყოფებოდა, აფეთქება მოხდა – უკრაინის შს მინისტრი

უკრაინაში აცხადებენ, რომ იზიუმში განთავსებულ რუსეთის მეორე არმიის შტაბში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იმყოფება, აფეთქება დადასტურდა.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო წერს.

„ერთი საათის წინ მივიღეთ დადასტურება იზიუმში რუსეთის მე-2 არმიის შტაბის რაიონში მომხდარი აფეთქების შესახებ. იმ ადგილას, სადაც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის გენშტაბის უფროსის გერასიმოვის შტაბი, რომელიც ჩამოვიდა სლავიანსკზე თავდასხმის ხელმძღვანელობისთვის. უმაღლეს ოფიცერთა პერსონალს შორის დადასტურებულია 200“, – წერს გერაშენკო „ტვიტერში“.

იზიუმში სამეთაურო პუნქტების განადგურების შესახებ განაცხადა გასულ დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმაც. მისი თქმით, განხორციელდა ორი დარტყმა, რომლის შედეგადაც 200-300 სამხედრო პირია დაღუპული.

banner
წინა სტატიაშიკუნძულ ზმეინიზე უკრაინის თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა შავ ზღვაში ფლოტი გააქტიურა – უკრაინული მხარე
შემდეგი სტატიაპუტინმა ბელგოროდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა